თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც www.webmall.ge-ზე სტუმრობისას გროვდება და მუშავდება. 

www.webmall.ge-ზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. იმ შემთხვევაში, თუ არ აცხადებთ თანხმობას, გთხოვთ, არ განაგრძოთ საიტით სარგებლობა.

 

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

ვებსაიტით სრულყოფილად სარგებლობისთვის, შესაძლოა, მოვითხოვოთ ისეთი ინფორმაციის მოწოდება, როგორიცაა თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და მისამართი. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, ვიყენებთ იდენტიფიკაციისა და კონტაქტისთვის.

გაცნობებთ, რომ როდესაც www.webmall.ge-ს სტუმრობთ, ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი ბრაუზერი გზავნის. ის, შესაძლოა, შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი; ბრაუზერის ტიპი; გვერდების მისამართები, რომლებიდანაც გვესტუმრეთ; თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი; პერიოდი, რომელიც გაატარეთ ჩვენს ვებსაიტზე თუ სხვა სტატისტიკა.

 

Cookies – “ქუქი ჩანაწერები”

ვებსაიტის სრულყოფის მიზნით www.webmall.ge იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს, რათა შევძლოთ თქვენზე მორგებული საინტერესო კონტენტის შემოთავაზება.

ვიზიტორებმა, რომელთაც არ სურთ იქონიონ Cookie ფაილები, ისე უნდა მომართონ თავიანთი ინტერნეტბრაუზერები, რომ მათ უარყონ Cookie ფაილები. გაცნობებთ, რომ აღნიშნული ფაილების დახმარების გარეშე, შესაძლოა, ვებსაიტმა გამართულად და სრულყოფილად არ იფუნქციონიროს.  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ Cookie პარამეტრების შეცვლის გარეშე განაგრძეთ www.webmall.ge-ზე ნავიგაცია, თქვენ ავტომატურად თანახმა ხართ, გამოვიყენოთ Cookie ფაილები.

 

პერსონალური ინფორმაციის დაცვა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცულობა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინტერნეტის საშუალებით გადაცემისა და ელექტრონულად შენახვის არც ერთი მეთოდი გახლავთ 100%-ით საიმედო. მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ მისი სრული დაცულობის გარანტია.

 

სხვა ვებსაიტების ბმულები

www.webmall.ge შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს, რომელთაც სხვა ვებსაიტებზე გადაყავხართ. იმის გამო, რომ ამ გვერდებს ჩვენ არ ვაკონტროლებთ, გირჩევთ გადახედოთ მათ “კონფიდენციალურობის პოლიტიკას” და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძოთ მათი გამოყენება.

 

ცვლილებები “კონფიდენციალურობის პოლიტიკაში”

www.webmall.ge-ს აქვს უფლება, დროდადრო შეცვალოს თავისი კონფიდენციალური პოლიტიკა. გირჩევთ, ხშირად შეამოწმოთ ვებსაიტი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებებზე. თუ შეუმოწმებლად განაგრძობთ ვებსაიტით სარგებლობას, ეს ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამგვარ ცვლილებებს.

 

კონტაქტი

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.