1. დაბრუნება ან გადაცვლა

1.1. შეძენილი ნივთის დაბრუნების პოლიტიკა მომხმარებელს მის 3 კალენდარულ დღეში დაბრუნების ან გადაცვლის შესაძლებლობას აძლევს.

 

2. დაბრუნების ან გადაცვლის წესები და გამონაკლისები

2.1. ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ ამის შესახებ.

2.2. დაბრუნებამდე ან გადაცვლამდე ვებმოლს უნდა აცნობოთ ნივთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს ნივთისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ვებმოლის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მესენჯერში ან ელ. ფოსტის მისამართზე: info@webmall.ge)

2.3. მომხმარებელს ნივთის დაბრუნება ან გადაცვლა პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში შეუძლია.

2.4. თუ შეძენილ პროდუქტს ან თანმხლებ ნივთებსა თუ დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, ვებმოლი იტოვებს უფლებას, ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და, შესაბამისად, შეაჩეროს ნივთის დაბრუნების პროცედურა მოკვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე, რაც, შესაძლოა, გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევის შედეგების საფუძველზე კი ვებმოლი უფლებამოსილია ან გააგრძელოს, ან შეწყვიტოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისა თუ გადაცვლის პროცედურა.

2.5. დაბრუნებისა და გადაცვლის დროს ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომხმარებელი.

2.6. პროდუქტის დაბრუნების დროს მას თან უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნივთი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ყუთი და სხვა).

2.7. პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებსაიტზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

2.7.4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა ვებმოლის მხრიდან;

 

3. ანაზღაურების წესი

3.1. ვებმოლი მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:

3.1.1. 100% – იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნივთი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ყუთი და სხვა);

3.1.2. 100% – იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებსაიტზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნივთი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ყუთი და სხვა) .

3.1.3. თუ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნივთი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ყუთი და სხვა) კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და, შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.

3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

 

4. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

4.1. მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას ვებმოლი უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს იმ შემთხვევაში თუ:

პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებსაიტზე განთავსებულ მახასიათებლებს;

  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.

4.2. ყველა სხვა შემთხვევაში:

  • მომხმარებელს შეუძლია, გამოიყენოს ვებმოლის ფასიანი ტრანსპორტირების სერვისი, რომელიც განისაზღვრება 10 ლარით. ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით ან ნაღდი ანგარიშწორებით.
  • მომხმარებელს შეუძლია, თავად უზრუნველყოს ტრანსპორტირება სხვა საკურიერო მომსახურებით.

 

5. პროდუქციის დაბრუნების ან გადაცვლის პროცედურა

5.1. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მხრიდან დაბრუნების ან გადაცვლის ინიცირება მიტანისთანავე მოხდება, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის წამოღებაზე;

5.2. პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;

5.3. პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში მომხმარებელმა აღნიშნული სურვილის დაფიქსირებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს კომპანიისთვის პროდუქტის დაბრუნება. მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს ან/და დაარღვიოს პროდუქტის იერსახე. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ დაიბრუნოს შესაბამისი პროდუქტი.

5.4. თუ პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პროდუქტის დაბრუნების ან გადაცვლის სურვილი გამოწვეულია მიღებული ნივთის ხარვეზიანობის გამო (აქვს ვიზუალური/ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება შეკვეთას ან/და webmall.ge-ზე განთავსებულ პროდუქტის მახასიათებლებს) სურვილის დაფიქსირებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პროდუქტის დაბრუნებას ან გადაცვლას წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით ვებმოლი უზრუნველყოფს.

5.5. პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).